დღეს, 19 მაისს, თბილისს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი იერჟი ბუზეკი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში იერჟი ბუზეკი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც მონაწილეობას მიიღებს დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმში.
იმავე დღეს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი, იერჟი ბუზეკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციის ჩატარება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი თბილისს 20 მაისს დატოვებს.