დღეს, 19 მაისს, 11:00 საათზე, "ახალი მემარჯვენეების" ოფისში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე პოლიტიკური "რვიანი" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
"საქართველოში არსებულმა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, სადაც მათ ცალსახად დაუჭირეს მხარი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას და იმ მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს, რომელშიც ჩართულია "ოპოზიციური რვიანი".
სწორედ ამ ხედვასთან დაკავშირებით "ახალი მემარჯვენეების" ოფისში გაიმართება შეხვედრა "ოპოზიციურ რვიანსა" და არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის", - განუცხადა ჟურნალისტებს "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.