დღეს, 19 მაისს, ოთხი საპარლამენტო კომიტეტი ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საკითხს განიხილავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიასპორასა და კავკასიის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით საკომიტეტო დონეზე დადგენილება შემუშავებულია და ახლა კომიტეტის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მოხდება თუ არა მისი პლენარულ სხდომაზე გატანა.
აღნიშნულ საკითხს დიასპორასა და კავკასიის საკითხებში კომიტეტი ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის იურიდიულ საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კომიტეტები განიხილავენ. იმ შემეთხვევაში, თუ საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატები მხარს დაუჭერენ, მისი გატანა უკვე პლენარულ სხდომაზე მოხდება