დღეს, 19 მაისს, ლატვიის სეიმის დელეგაციის წევრები დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
20 მაისს სტუმრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს ესტუმრებიან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას. დღის მეორე ნახევარში წეროვანში გაემგზავრებიან და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას დაათვალიერებენ, საიდანაც ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზონის მონახულებაა დაგეგმილი. ამავე დღეს ლატვიის სეიმის წარმომადგენლები მცხეთას ესტუმრებიან და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი) დაათვალიერებენ.
ლატვიის სეიმის დელეგაცია საქართველოს18 მაისს ეწვია. ლატვიელი პარლამენტარები თბილისს 21 მაისს დატოვებენ.