ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტის სახელწოდება ცნობილი გახდა. In the Land of Blood and Honey (სისხლისა და თაფლის მხარეში) ასე ეწოდება ფილმს, სადაც ცნობილი მსახიობის ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტი შედგება. F
ფილმი მოგვითხრობს სერბებისა და ბოსნიელი მუსულმანების დამოკიდებულებაზე ბოსნიაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ფილმი აშშ-ის კინოთეატრებში 2011 წლის 23 დეკემბერს გამოვა. კინოგაქირავებით დაკავებულია კომპანია FilmDistrict.
ჯოლი, რომელმაც ფილმისათვის სცენარიც თავად დაწერა, როგორც მსახიობი, მასში არ მონაწილეობს. როლები ბოსნიელმა და სერბმა მსახიობებმა შეასრულეს.
"ყოფილ იუგოსლავიას დრამატული ხელოვნების მდიდარი ტრადიცია აქვს. მსახიობები განსაკუთრებულად თამაშობდნენ. ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთან მუშაობა და მოხარული ვიქნები სხვებსაც გავაცნო მათი უდიდესი ტალანტი", - აცხადებს ჯოლი.