საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა დიდი რვიანისა და დიდი ოციანის გლობალურ საპარლამენტო სამიტში მიიღო მონაწილეობა.
სამიტი პარიზში საფრანგეთის პარლამენტის, არასამთავრობო სექტორის, მოსახლობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) ორგანიზებით გაიმართა. მთავარ თემას მოსახლეობის განვითარება, ახალგაზრდა ქალთა საკითხები და მათი პრობლემატიკა წამოადგენდა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის ქვეყნების 70 პარლამენტის წევრებმა, 200-მდე დელეგაციამ, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელებმა, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა.
საქართველოდან შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი დაესწრო, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ათასწლეულის განვითარების მიზნების კეთილი ნების ელჩის რანგში სიტყვით გამოვიდა.
ფორუმი გაიმართა 8/20 სამიტის წინ, სადაც სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ დიდი რვიანისა და დიდი ოციანის ლიდერების მიმართ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა საფრანგეთისა სენატისა და პარლამენტის წევრებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან, საფრანგეთის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ელიზაბეტ გიგუსთან.