იმ ჯარის აღლუმის შეფერხების მცდელობას, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ასეთი მსხვერპლი გაიღო, შესაბამისი პასუხი გაეცემა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ოპოზიციის მხრიდან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩაშლასთან დაკავშირებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
"ეს არის განსაზღვრული ღონისძიება, რომელიც ჩატარდება დაუბრკოლებლად და თუ ვინმე შეეცდება ექსტრემიზმს, ძალადობასა და ასეთი უპატივცემულობის გამოხატვას ქართული სახელმწიფოს და ქართული ჯარის მიმართ, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება, გამოხატოს თავისი მოსაზრებები, მათ შორის მიტინგებისა და მანიფესტაციების გზით.
"არვინ ზღუდავს პოლიტიკური შეხედულებების ამ გზით გამოხატვის შესაძლებლობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი თუ შეფერხდება, ეს იქნება კრემლიდან იქნება მართული და შესაბამისი პასუხი გაეცემა", - აცხადებს წიკლაური.