ხვალ, 19 მაისს, უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კოვერი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ლასლო კოვერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მხარები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
იმავე დღეს უნგრეთის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს კანცელარიში გაემგზავრება, შემდეგ კი შეხვედრას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან გამართავს.
20 მაისს უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი დემოკრატთა საპარლამენტო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც შეხვედრას პრემიერ-მინისტრ, ნიკოლოზ გილაურთან გამართავს.
უნგრეთის დელეგაცია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ეროვნული საგანძურის დაათვალიერებს, რის შემდეგაც უნგრეთის რესპუბლიკის საელჩოში UNOMIG-ის მეთაურის მოადგილის ლასლო ტოროკის გარდაცვალების 10 წლისთავთან დაკავშირებით მემორიალურ დაფას გახსნის.
იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტში დემოკრატთა საპარლამენტო ფორუმში მონაწილეთა საპატივსაცემოდ ოფიციალური მიღება გაიმართება.
21 მაისს ლასლო კოვერი მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს და ჯვრის მონასტერს მოინახულებს, რის შემდეგაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დელეგაციის საპატივსაცემოდ გამართულ კონცერტს დაესწრება.
უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კოვერი თბილისს 21 მაისს, დღის მეორე ნახევარში დატოვებს.