საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოიარს ერიკს კალნინშს შეხვდა.
ლატვიური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ივეტა გრიგულე, პარლამენტის წევრი და ამავე დროს ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი, გუნტის ულმანისი, საქართველო-ლატვიის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ჯგუფის წევრი, ინგრიდა ცირცენე, საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრის ვილცანსი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე, განათლების სფეროში საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე.
შეხვედრაზე ლატვიურმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა და გამოთქვა მზადყოფნა პარლამენტთაშორისი ჯგუფის ფარგლებში ურთიეროთებობის გაღრმავების თვალსაზრისით.