18 მაისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 22 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.420%-ით,  მაქსიმალური 9.480%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.450%-ით განისაზღვრა.