ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მეუღლე საფია და ქალიშვილი აიშა ქვეყნიდან გაიქცნენ და ამჟამად ტუნისის მეზობლად მდებარე კუნძულ ჯერბას აფარებენ თავს. ამის შესახებ "ალ-ჯაზირა" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქვეყანა გასულ შაბათს დატოვეს.
უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიბიის ნავთობმრეწველობის მინისტრი შუქრი განემიც გაიქცა ტუნისიდან. თუმცა მოგვიანებით ლიბიის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
7 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ლიბიის ენერგეტიკის მინისტრი ომარ ბენ ფათხი შატვანი მალტაზე მისურატიდან გაიქცა. 30 მარტს კი ტუნისიდან დიდ ბრიტანეთში მუსა კუსა გაიქცა, რომელიც კადაფის უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნეოდა. ლონდონში ჩასვლისას მუსა კუსამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას იხსნიდა და ლიბიის ხელისუფლებას არ წარმოადგენდა.