ხვალ, 19 მაისს, გაიხსნება დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარალამენტო ფორუმი "დემოკრატიზაცია ევროპასა და ევროპის სამეზობლოში".
ფორუმი თბილისში პირველად იმართება. იგი ორდღიანია და ეძვნება დემოკრატიის დინამიკისა და დემოკრატიზაციის კვლევას ევროპასა და მის სამეზობლოში - როგორც აღმოსავლეთით, ასევე სამხრეთით.
ფორუმის ფარგლებში იგეგმება ლარისა ბურაკოვას წიგნის "როგორ გამოუვიდა საქართველოს" პრეზენტაცია, სადაც ავტორი საქართველოში მიმდინარე რეფორმებს აღწერს.
დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარალამენტო ფორუმი პირველად 2010 წელს ჩატარდა.
დემოკრატიათა თანამეგობრობას საფუძველი ჩაეყარა 2000 წელს ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პროფესორ ბრონისლავ გერემეკისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, დოქტორ მედლინ ოლბრაიტის თაოსნობით.
მსოფლიოს 106 ქვეყანამ მოაწერა ხელი დასკვნით დეკლარაციას დემოკრატიათა თანამეგობრობისაკენ, რომელშიც ჩამოთვლილი იყო დემოკრატიული ფასეულობები.