რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას ვამცნეთ, რომ შეიქმნა კომპანია GEORGIAN DREAM (`ქართული ოცნება~), რომლის დამფუძნებელიც მუსიკოს-შემსრულებელი ბერა ივანიშვილია.
კომპანიის მენეჯმენტის ადრინდელი გადაწყვეტილებით, `ქართული ოცნების~ საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლად სალომე გოგიაშვილი დაინიშნა.
სალომე ამავდროულად აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და კვლავაც ეწევა ტელევიზიასა და რადიოში (არის გადაცემების წამყვანი, თანაწამყვანი). შესაბამისად, მან თავი ვერ გაართვა `ქართულ ოცნებაში~ დაკისრებულ მოვალეობებს და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამიტომ `ქართული ოცნების~ ხელმძღვანელობამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება და საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენლად თამთაAასლანიშვილი დანიშნა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ტელეფონებზე:
სამდივნო _ 23 01 03
PR-სამსახური _ 895 33 96 09