"სახალხო კრების" რიგებში "სვან პატრიოტთა კავშირი" ერთიანდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „სახალხო კრების" წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი განმარტებით, კავშირის წევრები კრების პრიორიტეტებს იზიარებენ და მუშაობას მათ შემადგენლობაში გააგრძელებენ.
"სახალხო კრების" ლიდერების თქმით, ისინი ქვეყანაში არსებული ხელისუფლების შეცვლას ერთიანი ძალებით შეეცდებიან.