„ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის შეფასებით, საქართველოში დიქტატორული რეჟიმისთვის ფარდის ახდის ახალი ეტაპი დაიწყო.
„საქართველოში დიქტატორული რეჟიმისთვის ფარდის ახდის ახალი ეტაპი დაიწყო და ამ უსამართლობის წინააღმდეგ „ქართული პარტია" ბოლომდე იბრძოლებს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მედიის წარმომადგენლებს ერთი ინციდენტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ „გუშინ, „ქართული პარტიის" რამდენიმე აქტივისტს ძალის გამოყენებით ნარკოტიკი გაუკეთეს"
.
„თბილისში მოხდა რამდენიმე ფაქტი, რომლის შესახებაც ინფორმაციას ვაგროვებთ. საუბარია შუა ქუჩაში, ძალის გამოყენებით ჩვენი აქტივისტებისთვის ნარკოტიკის გაკეთებაზე. არავის არაფერი არ შერჩება", - განმარტა ლევან გაჩეჩილაძემ.