„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „სახალხო კრების" უკვე ჩამოყალიბებულ გეგმებში კორექტირებას ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს.
„სახალხო კრების" გეგმაში კორექტირებას ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეიტანს უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვართ კრებაში ის ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვენდობით და ვიცით, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ", - ასე პასუხობს ბურჯანაძე „ქართული პარტიის" მიერ 21 მაისის აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის წინადადებას.
ამასთან, ბურჯანაძე განმარტავს, რომ აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას აქვს, თუმცა ის „სახალხო კრების" გეგმებს უნდა დაემორჩილოს.
„თუ ვინმეს სურს, რომ ხელისუფლების გაშვებაში მონაწილეობა მიიღოს, უნდა იმოქმედოს იმ გეგმით, რაც „სახალხო კრებას" აქვს", - აღნიშნავს ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრების" ორგანიზებით 21 მაისს საპროტესტო აქცია საქართველოს ორ დიდ ქალაქში, დედაქალაქ თბილისში - თავისუფლების მოედანზე და ბათუმში - ერას მოედანზე გაიმართება.
აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა „სახალხო კრებას" „ქართული პარტია" კონსულტაციებს სთავაზობს, რასაც კრება დაგვიანებულად მიიჩნევს.