რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით მას არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისივე თქმით, ჯერ ჯერობით არ მომწიფებულა წინაპირობები იმისათვის, რომ მან ამის შესახბე განცხადება გააკეთოს. "პოლიტიკური ცხოვრება ეს შოუ სულაც არ არის და ეს საკმაოდ რთული სამუშაოა, რომელიც კონკრეტულ ტექნოლოგიებს ექვემდებარება, რომელთა დაცვა აუცილებელია", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რამდენად დიდიხანს გასტანს კიდევ "წინასაარჩევნო ინტრიგა".
"ჩვენ პრაქტიკულ პოლიტიკას ვაწარმოებთ, ამიტომაც ასეთი გადაწყვეტილებები ისეთ მომენტში უნდა იქნეს მიღებული, როდესაც ამისათვის ყველა წინაპირობა მომწიფდება, ამიტომაც ასეთი გადაწყვეტილებების გამოსაცხადებლად იფრო სხვა ფორმატი უნდა იქნეს არჩეული, ვიდრე პრესკონფერენციაა", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშმა, რომ ყველა პოლიტიკოსმა განცხადება იმის შესახებ, აპირებს თუ არა იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ამის შესახებ განცხადება მაშინ უნდა გააკეთოს როცა საჭიროდ ჩათვლის.
ამასთან ერთად, მედვედევი ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ ეს განცხადება "უახლოეს მომავალში გაკეთდება".