ლეიბორისტული პარტია აზერბაიჯანიდან საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევას და მის პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.
პარტიის მოთხოვნა სოსო შატბერაშვლმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა და საქართველოს ელჩმა საინგილოში იქ მცხოვრები ქართველების შეურაცხყოფასა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.
„ამ ადამიანებს უკვე კარგა ხანია ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლება, ეროვნული გვარ-სახელების ტარება, საინგილოში იხურება ეკლესია-მონასტრები, სკოლები, კულტურის ცენტრები და ამას მშვიდად უყურებს საქართველოს ელჩი", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მისივე თქმით, დიპლომატს ასევე რეაგირება არ მოუხდენია 3 მილიონი კვადრატული მეტრი ქართული მიწის დაკარგვის გამო, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში მდინარის კალაპოტის ცვლილების გამო მოექცა.
საგანგებო განცხადებას პარტია სამინისტროს წერილობით გადაუგზავნის.