„სახალხო კრება" „ქართულ პარტიას" 21 მაისს დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟება.
„ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, მათ შორის "ქართული პარტიისთვის"- ასე პასუხობს „სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი 21 მაისის აქციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის შესახებ „ქართული პარტიის" ლიდერების წინადადებას.
ბათიაშვილის თქმით, აქციამდე მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი, რაც კონსულტაციების გასამართად არასაკმარისია.
„აქციამდე დარჩენილია 4 დღე და ვისაც სურს, შეუძლია შემოგვირთდეს", - აღნიშნა ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრების" ორგანიზებით 21 მაისს საპროტესტო აქცია საქართველოს ორ დიდ ქალაქში, დედაქალაქ თბილისში - თავისუფლების მოედანზე და ბათუმში - ერას მოედანზე გაიმართება. აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა „სახალხო კრებას" „ქართული პარტია" კონსულტაციებს სთავაზობს, რასაც კრება დაგვიანებულად მიიჩნევს.