კოსმოსური ტურიზმის პოპულარობის მოლოდინში, ორმა ავსტრალიელმა მეწარმემ განსაკუთრებული ლუდი შექმნა, რომლის გამოყენებაც კოსმოსშია შესაძლებელი.
"ეს ლუდი პირველი იქნება, რომელსაც უწონადობის სივრცეში გამოიყენებენ, რაც კოსმოსური ტურიზმის პოპულარობას უკავშირდება",_აღნიშნა ჯერონ მიტჩელმა, რომელიც ლუდის მწარმოებელი კომპანია 4 Pines Brewing Company-ის მფლობელია.
მან კონსტუქტორული კომპანია Saber Astronautics Australia-ის წარმომადგენელ ჯეისონ ჰელდთან ერთად ლუდი Vostok 4 Pines Stout-ი შექმნა, რომელსაც კოსმიურ სივრცეში წაიღებენ.
თვითმფრინავით ფრენისას ენთუზიასტებმა ლუდის ტესტირებაც ჩაატარეს. გამოირკვა, რომ მათი სასმელი კოსმოსისთვის შესაფერისია. თუმცა სამომავლოდ უფრო დეტალურ ექსპერიმენტს ჩაატარებენ, რათა გაარკვიონ, დაბალი გრავიტაციის დროს ალკოჰოლი უარყოფითად ხომ არ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.