დღეს, 18:00 საათზე, ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, დღეს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება.
„ზაფხულის კაბა" და „შეხედე ზღვას" ზუსტად ის ფილმებია, რომლებმაც ფრანსუა ოზონს სკანდალური რეჟისორის იმიჯი შეუქმნა და ცხადია, პოპულარობაც მოუტანა.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ამ 2 ფილმის ჩვენება და ფრანგული ინსტიტუტის ღია მიღება გაიმართება.