ელიზაბეტ მეორის ირლანდიაში ვიზიტმა რესპუბლიკის დედაქალაქში მასობრივი არეულობის პროვოცირება გამოიწვია. დემონსტრანტები პოლიციელებს კვამლის შაშხანებს ესროდნენ და ბრიტანულ დროშებს წვავდნენ.
სამართალდამცავებმა მანიფესტანტები გაყარეს, მათგან 20 ადამიანი დაპატიმრებულია.
არეულობა იმ მონუმენტთან ნახევარი კილომეტრის დაშორებით მოეწყო, სადაც დედოფალმა ყვავილები დააწყო. თუმცა საპროტესტოდ განწყობილებმა დამცავი პერიმეტრის გარღვევა ვერ შეძლეს.
ირლანდიის ბევრი მცხოვრები მათ ქვეყანაში დედოფლის ვიზიტს ნაადრევად მიიჩნევს.
მეტიც, ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატაში აღნიშნავენ, რომ ელიზაბეტ მეორე დე-იურედ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურად ითვლება, რომლებიც ავღანეთში საომარ მოქმედებებს აწარმოებენ.
ამდენად, ირლანდიელი დეპუტატების აზრით, ავღანელ და ბრიტანელ ჯარისკაცთა დაღუპვის გამო დედოფალი თავის წილ პაუხისმგებლობას ინაწილებს.