ადვოკატები და იურისტები აქციების ახალ ტალღას 21 მაისიდან დაიწყებენ. სავარაუდოდ აქციებს ცნობილი ადვოკატები შეუერთდებიან.
როგორც ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განაცხადა, ის მზად არის შეუერთდეს თავის თანამოძმეებს 21 მაის გამართულ აქციაზე.
„ჩვენი მოთხოვნაა სასამართლო იყოს გამჭირვალე, მედია საშუალებებს შეეძლოთ დასწრება სასამართლო პროცესებზე. ადვოკატებს კი მუშაობა თავისუფალ რეჟიმში. მე როგორც ადვოკატი გვერდით ვუდგევარ ჩემს კოლეგებს და სოლიდარობას ვუცხადებ მათ. მე მზად ვარ აქციაზე გამოვიდე 21-ში და 26-ში რათა დავიცვა ჩემი და ჩემი კოლეგების უფლებები", - განაცხადა ქეთი ბექაურმა.
შეგახსენებთ რომ 17 მაისს პარლამენტის შენობის წინ ადვოკატებმა და იურისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოთხოვნით რამდენიმე ადვოკატმა შიმშილობის აქციაც გამოაცხადა.