18 მაისს კორეის რესპუბლიკის სახალხო კრების კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრები თბილისის ძველ უბნებს დაათვალიერებენ, რის შემდეგაც პარლამენტში კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან. ამის შემდეგ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავენ, რის შემდეგაც თბილისის მერაში გაემგზავრებიან.
იმავე დღეს სტუმრები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს, მარიამ ვალიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს შეხვდებიან.
19 მაისს დელეგაცია ქალაქ მცხეთას, ჯვრის სამონასტრო კომპლექსსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
კორეის რესპუბლიკის სახალხო კრების კორეა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია თბილისში 17 მაისს ჩამოვიდა.