არასამთავრობო ორგანიზაცია "სახალხო წინააღმდეგობის" წევრი ლელიკო ჯაფარიძე მოშიმშილე ადვოკატების საპროტესტო აქციას თანადგომას უცხადებს.
როგორც მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მოშიმშილე ადვოკატები გაუბედურებულ ხალხს იცავენ, რომლებიც ციხეში იხოცებიან. ამდენად, იგი მოვალეა, ამ ხალხს გვერდით დაუდგეს.
"ხალხი აღშფოთებულია. ქვეყანაში კანონი არ კანონობს. ჩვენ, სახალხო წინააღმდეგობის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, რამდენიმე საპროტესტო აქცია გავმართეთ. თუმცა პირველ აქციაზე დაგვარბიეს, ხალხი დაგვიჭირეს, ზოგს ოცდღიანი პატიმრობა შეუფარდეს, ზოგსაც_ მეტი. მეორე აქცია მოვაწყეთ უზენაეს სასამართლოსთან, იქაც დაგვარბიეს",_აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, უამრავი ადამიანი ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა გასამართლებული. მათგან კი ფულის ამოღებას ცდილობენ და უსამართლოდ მდიდრებიან.
შეგახსენებთ, დღეს 20 ადვოკატმა პარლამენტის წინ შიმშილობა გამოაცხადა.