ეგვიპტელი საიფ ალ-ადელი, უსამა ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება "ალ ქაიდას" ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ პაკისტანური გაზეთი "News"-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საიფ ალ-ადელის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება "ალ-ქაიდას" მეთაურებმა სასწრაფოდ ჩატარებულ თათბირზე მიიღეს, რომელიც ახლახან ჩატარდა ადგილზე, რომელიც არ სახელდება.
თუმცა ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ თათბირზე "ალ ქაიდას" ახალ მუდმივ ლიდერად მეორე ისლამისტი, მუჰამმად მუსტაფა იამნი დაინიშნა, რომელიც ამჟამად ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში იმყოფება.
გაზეთის ინფორმაციით, ეგვიპტელი საიფ ალ-ადელი "ალ ქაიდას" იდეოლოგთან აიმან აზ-ზავახირთან დაახლოებული პირია. დაჯგუფებაში იგი საერთაშორისო კონტაქტებზე იყო პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, რომ "ალ ქაიდას" ლიდერი უსამა ბინ ლადენი მიმდინარე წლის 1-ელ მაისს ქალაქ აბბოტტაბადში აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მოკლეს.