საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე ხელისუფლების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მას ბადრი პატარკაციშვილის დასასრულს ახსენებს, რომლის გადარჩენაც პირადად მან და მის თანამებრძოლთა მცირეოდენმა ჯგუფმა ვერ შეძლო.
როგორც ხაჭაპურემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ისინი უძლურნი ამოჩნდნენ, რომ პატარკაციშვილისადმი მიმართული უზარმაზარი აგენტურული ქსელისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.
"ბოლო დროს მეცენატ და პატრიოტ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ხელისუფლება მის დისკრედიტაციას, მისი ბიზნესსაქმიანობიდან ჩამოშორებასა და ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავს. საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს და ეკლესიას მოვუწოდებთ, ხმა აღიმაღლოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, რათა არ მოხდეს კიდევ ერთი ქართველი პატრიოტის სულიერი თუ ფიზიკური განადგურება",_აცხადებს ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, იგი, როგორც გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ცენტრალური საარჩევნო შტაბის წევრი და იურიდიული სამსახურის უფროსი, იმ ბინძური მეთოდის მოწმე იყო, რამაც საბოლოოდ პატარკაციშვილის დაღუპვა განაპირობა.
"ჩემი და ჩემი თანამებრძოლების მცდელობის მიუხედავად, ვერ შეგვძელით, თავიდან აგვეცილებინა ბადრი პატარკაციშვილის მოსალოდნელი განსაცდელი",_ აღნიშნა ხაჭაპურიძემ.