მართვის მოწმობის აღება 17 წლის მოზარდებისთვის შესაძლებელი ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლების სკოლაში შესაბამის სწავლებას გაივლიან და ჩათვლასაც მიიღებენ, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდაზე უფასოდ გავლენ და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოწმობასაც უფასოდ მიიღებენ.
ახალგაზრდაზე მართვის მოწმობის გაცემა მოხდება მხოლოდ მშობლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობის საფუძველზე.
მოსწავლეს, რომელიც ე. წ. დროებით მოწმობას მიიღებს, არ ექნება უფლება, იმუშაოს ამ საქმიანობით, როგორც პროფესიონალმა და აწარმოოს მგზავრთა გადაყვანა. გარდა ამისა, ერთი და იმავე ჯარიმის გამეორების შემთხვევაში, მას ერთი წლის ვადით ჩამოერთმევა მოწმობა, სიმთვრალის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი 18-თვიანი აკრძალვა შეეხება.