ტვირთამწეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული მძღოლებისთვის სანქცია გამკაცრდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
მიღებული გადაწვეტილების თანახმად, ტვირთამწეობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებული პირის მიერ ჯარიმის და საურავის არგადახდის შემთხვევაში, სააღსრულებო ბიურო უფლებამოსილი ხდება, ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყადაღა დაადოს ან მისი რეალიზაცია მოახდინოს.
დღემდე მოქმედი ნორმით კი, ჯარიმის და საურავის გადაუხდელობისას მისი ამოღება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან ხდებოდა.