პარლამენტის შენობის წინ საშიმშილოდ მსხდომ აქციის მონაწილე ადვოკატებს პოლიციელებმა ლეიბები და ტექნიკა წაართვეს.
"აქციის მონაწილეები გვერდზე გაწიეს, გაიტაცეს აპარატურა და წაიღეს ლეიბები, პლედები და წყალი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გეგეჭკორი მეთაურობდა. არადა, ეს სანქცირებული აქცია იყო. სანამ დროა, გონს მოეგოს საქართველოს ხელისუფლება",_აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აქციის ორგანიზატორი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, ადვოკატებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ,
"ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ და შეხლაშემოხლა არ მომხდარა. თუ მათ ლეიბები უნდოდათ, ეთქვათ და მივცემდით",_აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, ადვოკატები შიმშილობას განაგრძობენ და დამატებით ლეიბებს მიიღებენ.
ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატების დარბევა სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან მათი აქცია მერიის მხრიდან სანქცირებული იყო.