საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პარლამენტისთვის კვალიფიციურ კადრებს ქუთაისში, ზესტაფონში და მიმდებარე რაიონებშიც ადვილად იპოვიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
"რაც შეეხება პარლამენტის თანამშრომლებს, ბუნებრივია, ის ადამიანები ვინც მოინდომებენ ქუთაისში წამოსვლას წამოვლენ. მოგეხსნებათ არავინ თბილისში არ დაბადებულა და გაზრდილა. ყველას აქვს თავის ისტორია. ვინც ვერ წამოვა დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლებ კვალიფიკაციის ადამიანებს ქუთაისში, ზესტაფონში და მიმდებარე რაიონებშიც ადვილად მოიძებნება", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, პარლამენტის თანამშრომლები ისევ იქნებიან ქუთაისში ქირით, როგორც დღეს რაიონებიდან ჩამოსული თანამშორომლები არიან თბილისში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაჭავარიანს მიაჩნია, რომ "წამატებით შეიძლება იმუშაოს ქუთაისელმა და არ მგონია ამ მხრივ განსხვავება იყო კავლიფიკაციაში".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუთაისში გადადის.