საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციისგან რეადმისიის ხელშეკრულების შეფასება კრიტიკად აღიქვა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რეადმისიის ხელშეკრულების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება გამარტივებული წესით მოხვდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს როგორც განათლების, ასევე ბიზნესის, ტურიზმის განვითარებას, ასევე საქართველოსა და ვეროკაშვირს შორის ინტეგრაციას.
"ეს არის ფუნდამენტური რეფორმა და ცვლილება, რომელიც განხორცილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამიტომ ამ დოკუმენტის არაპოზიტიურ ჭრილში განხილვა არ შეიძლება", - მიმართა ლორთქიფანიძეს მინაშვილმა.
რაც შეეხება არალეგალების გამოძევების საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი განმარტავს, რომ ამის უფლება უხო ქვეყნებს რეადმიის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი მხოლოდ ის მოითხოვა, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რეადმისიის ხელშეკრულების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.