ბელგიის მეფე ალბერტ მეორემ მთავრობის ფორმირება ვალონიური სოციალისტური პარტიის ლიდერს ელიო დი რიუპოს მიანდო. ამის შესახებ France-Presse-ი იტყობინება.
როგორც სამეფო ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მონარქის წინადადებას სოციალსტთა ლიდერი დათანხმდა.
შეგახსენებთ, ბელგიაში საპარლამენტო არჩევნები 2010 წელს ჩატარდა. იმ დროისთვის ელიო დი რიუპოს პარტიამ პარლამენტში 26 ადგილი მოიპოვა და ფრანკულ ენაზე მოლაპარაკე ვალონიაში (შვეიცარიის ნაწილი, სადაც ფრანკულად ლაპარაკობენ) ხმათა უმრავლესობა მიიღო.
ბელგიაში კოალიციური მთავრობის ფორმირება 337 დღის მანძილზე გრძელდებოდა, რაც ბელგიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი აღმოჩნდა. ქვეყანაში ხელისუფლება 11 თვის მანძილზე არ არსებობდა.