საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მცირე დარბაზში გაიმართება მსახიობის გახსენების საღამო. მისი უხლოესი მეგობრები და პარტნიორები კახი კავსაძე, გურამ საღარაძე და ჯემალ ღაღანიძე ისაუბრებენ მედეა ჩახავაზე, როგორც მსახიობზე, კოლეგაზე, მეგობარზე, დედაზე...
ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან და ფილმებიდან. ასევე წარმოდგენილი იქნება ძველი საარქივო ვიდეო-მასალა, სადაც თეატრისა და კინოს კორიფეები-მიხეილ თუმანიშვილი, კოტე მახარაძე, კარლო საკანდელიძე, ედიშერ მაღალაშვილი, გოგი გეგეჭკორი ახასიათებენ ქალბატონ მედეას.
გავა ნაწყვეტები ფილმიდან ,,მედეა ჩახავა~ რომელიც მომზადდა საზოგადოებრივ არხზე გადაცემისთვის ,,მეხსიერება~.
მცირე დარბაზის ფოიეში მოეწყობა მედეა ჩახავას ფოტო გამოფენა.
საღამოს მხატვრულად გააფომებს თეატრის მთავარი მხატვარი მირიან შველიძე
დასაწყისი19:45
საღამოს მხარდამჭერია ქალაქის მერია
მანამდე კი 17:00-ზე კი ოჯახის წევრები, ახლობლები და საზოგადოების წარმომადგენლები დიდუბის პანთეონში, მედეა ჩახავას საფლავზე შეიკრიბებიან.