ნიუ-მეხიკოს როზუელის შტატში 1947 წელს ამოუცნობი მფრინავი აპარატის ჩამოვარდნა, რომელშიც უცხოპლანეტელი არსებების სხეულები იპოვეს, საბჭოთა კავშირის მიერ იყო მოწყობილი. სინამდვილეში კი, უცხოპლანეტელები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ექსპერიმენტულ ცხოველებად გადააქციეს. უფრო ზუსტად, კი ისინი ბავშვები იყვნენ, - ამის შესახებ მკვლევარი ენი იაკობსენი აცხადებს.
თავის მხრივ, აშშ-ის ხელისუფლებამ ეს პარანორმალური მოვლენა გაასაიდუმლოა და დღემდე მალავენ ამ ინფორმაციას.
უფრო მეტიც, იაკობსენი მიიჩნევს, რომ როზუელის ინციდენტი სტალინის მიერ იყო ორგანიზებული. საბჭოთა ბელადს სურდა, აშშ-ში ისეთივე პანიკა გამოეწვია, როგორც ეს დაემართათ რადიომსმენელებს, როცა 1938 წელს ჰერბერტ უელსის რადიოდადგმა "სამყაროთა ომი" მოისმინეს.
საქმე ისაა, რომ დიდი სამამულო ომის შემდეგ საბჭოთა ჯარისკაცებმა გერმანიაში რეაქტიული ერთფრთიანი საფრენი აპარატი Horton Ho 229 აღმოაჩინეს, რომელიც დღევანდელ ამერიკული ბომბდამშენის B2-ის წინამორბედი იყო. ამდენად, საბჭოელებმა გადაწყვიტეს, იგი "უცხოპლანეტელთა მფრინავი თეფშის" იმიტაციად გამოეყენებინათ და ამით ამერიკელები დაეშინებინათ.
ომის შემდეგ მენგელი სამხრეთ ამერიკაში გაიქცა, თუმცა ახალი ვერსიით, საბჭოთა სპეციალისტებმა მის კვალს მიაგნეს და სათავისოდ გამოიყენეს. სანაცვლოდ მენგელმა 12-13 წლის ბავშვები მოითხოვა, ისინი დაამახინჯა და ამოუცნობ ობიექტებად გადააქცია, რომლებიც უცხოპლანეტელ პილოტებს უნდა დამსგავსებოდნენ.
ენი იაკობსენის თქმით, ეს საფრენი აპარატი აშშ-ისკენ სწორედ სტალინის ბრძანებით მიმართეს, ხოლო "მფრინავ თეფშს" დისტანციურად მართავდნენ.
თუმცა ამერიკის ტერიტორიასთან მიახლოებისას თვითმფრინავს მეხი დაეცა, როზუელის რაიონში ჩამოვარდა და დაიმტვრა. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მფრინავი აპარატის მაქსიმალური სიჩქარე საათში 1100 კილომეტრს აღწევდა.
რაც შეეხება ამ კვლევის ავტორს, იგი ერთ-ერთი პენსიონერის ნაამბობს დაეყრდნო, რომელიც EG&G-ის სამხედრო-სამრეწველო კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა და ყველაზე საიდუმლო პროექტებს იცნობდა.
სწორედ ეს ინჟინერი გაგზავნეს როზუელში 1978 წელს, სადაც მან უცნობი ობიექტების სხეულების აღმოჩენის შესახებ შეიტყო, რომლებიც უცხოპლანეტელები სულაც არ ყოფილან.
"ესენი ცხოველად გადაქცეული ადამიანები იყვნენ, რომლებიც მფრინავებისგან განსხვავებით, ძალიან დაბლები აღმოჩნდნენ. მეტიც, ისინი ბავშვები იყვნენ და მათი სიმაღლე ნახევარ მეტრს არ აღემატებოდა. ისინი უაღრესად დეფორმირებულად გამოიყურებოდნენ და ყველა მათგანს ერთნაირი ფორმა, უჩვეულოდ დიდი თავები და მსხვილი თვალები ჰქონდათ. ისინი კომაში იყვნენ და ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ",_აცხადებს ყოფილი ინჟინერი.
მისი თქმით, ამ სანახაობამ მნახველებზე საშინლად იმოქმედა.
თავის მხრივ, აშშ-ის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა ამ აღმოჩენის კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ წიგნი მის უწყებაში ჯერ არ წაუკითხავთ.