ლიბიის დედაქალაქში ნატოს ავიადარტყმების შედეგად რამდენიმე შენობა დაიმბომდა.
ლიბიის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ტრიპოლიში ცეცხლი გაუჩნდა ანტიკორუფციული უწყების შენობას, რომელშიც რამდენიმე ტანამშრომელი დაიჭრა. ასევე დაბომბილია უშიშროების სამსახურის ადმინისტრაციული სენობა.
ორივე ნაგებობა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის რეზიდენციასთან ახლოს მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ ნატო აგრძელებს ლიბიის სამხედრო სამიზნეების დაბომბვას.
ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ დევიდ რიჩარდის შეფასებით, აუცილებელია ნატომ ლიბიაში დაწყებული საჰაერო ოპერაცია გააგრძელოს და უფრო მეტად მიზანმიმართულ დაბომბოს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში მუამარ კადაფი ხელისუფლებას შეინარჩუნებს", - მიაჩნია ბრიტანელ გენერალს.
დევიდ რიჩარდის შეფასებით, ალიანსმა ავიადარტყმების მიყენება ინფრასტრუქტურულ ობიექტებზეც უნდა დაიწყოს, რომელიც მმართველი რეჟიმის გასაღებია.