საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე კვირის ბოლოს უნგრეთის რესპუბლიკას ეწვევა.
პრეზიდენტის პრესკიკერის, მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის უნგრელ კოლეგასთან.
„ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებას ემსახურება", - განაცხადა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.