19-20 მაისს, თბილისს ევროპარლამენტის პრეზიდენტი იეჟი ბუზეკი ეწვავა.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტს მთელი რიგი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, მათ შორის მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
აღნიშნულის გარდა, მანჯგალაძის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მიშელ კამირეი და ამერიკელ კონგრესმენთა ორი დელეგაციაც ეწვევა.