პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ჯგუფის" განცხადებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართუ ჯგუფმა" რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის მოშორება ხელისუფლებას სურს. „სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს", - ნათქვამია განცხადებაში.