კომპანია "თელასის" ქვესადგურ "ღრმაღელეში" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 17 მაისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ახალდაბის, გოგაშენის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.