მიმდინარე კვირას პარლამენტმა შესაძლოა "თავისუფლების ქარტია" დაამტკიცოს.
გია თორთლაძემ განაცხადა, რომ "თავისუფლების ქარტიის" პროექტის პლენარულ სხდომაზე მესამe მოსმენით გასატანად მზად არის და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს საკითხის დღის წესრიგში დამატება სთხოვა.
"ქარტიის დამტკიცება მესამე მოსმენით ერთი თვის წინ უნდა მომხდარიყო, მაგრამ რადგან მთავარი მომხსენებელი ანუ მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი, გადაიდო", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს თორთლაძემ ბიუროს სხდომაზე.
ბაქრაძემ კანონპროექტის ინიციატორს იურიდიულ კომიტეტთან ერთად პროცედურებზე ჩამოყალიბება ურჩია და მზადყოფნა გამოთქვა მიმდინარე კვირას საკითხის განსახილველად.