19-20 მაისს თბილისში "დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმი" გაიმართება. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ფორუმის ფარგლებში ევროპარლამენტის პრეზიდენტი იერჟი ბუზეკი, უნგრეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერი და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ოვიკ აბრამამიანი ესტუმრებიან.
ბაქრაძის თქმით, ღონისძიებას რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.
"მიმდინარე კვირა დატვირთული იქნება, რადგან ჩატარდება როგორც საპარლამენტო სესიები, ასევე საერთაშორისო კუთხით გვექნება აქტივობები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, აღნიშნული ღონისძიება მოახდენს რეგიონის, სხვადასხვა ასპექტისა და დემოკრატიის განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მომავლისა და ევროპის სამხრეთის დემოკრატიული მომავლის ირგვლივ კომპეტენტური დებატების სტიმულირებას.