სეპარატისტულ აფხაზეთში, ახალ ათონში შემდგარმა საეკლესიო კრებამ აფხაზეთის სასულიერო პირთა შორის არსებული დაპირისპირება ახალ საფეხურზე გადაიყვანა. საერო და სასულიერო პირთა შეკრებამ მიიღო გადაყვეტილება ანაკოფიის მიტროპოლიის შექმნის შესახებ, რომლის ცენტრიც ახალ ათონში იქნება. ანაკოფიის მიტროპოლია ამის შემდეგ მისთვის ეპისკოპოსის მინიჭებისთვის დაიწყებს ბრძოლას, ბრძოლის მომდევნო ეტაპი აფხაზეთის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება იქნება.
ამის შედეგად - მეორე დაპირისპირებულ მხარეს ანუ ბესრიონ აპლიას და მის მომხრეებს მიეცა სიგნალი - ვინც პირველი შეძლებს აფხაზეთისთვის ხელდასხმული ეკისკოპოსის მოპოვებას, სწორედ ის გამოვა არსებული კრიზისიდან გამარჯვებული. სტატიას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" აქვეყნებს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუკი სოხუმში კანონიკური ეპისკოპოსი გაჩნდება, ანაკოფიის მიტროპოლია მართლმადიდებლური თვალსაზრისით ლეგიტიმურ საკლესიო სტრუქტურაში გაერთიანდება ან პირიქით.
"აფხაზეთის კანონიკური სტატუსი მართლმადიდებლურ სამყაროში დღეს ერთმნიშვნელოვანია - ამ ტერიტორიას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ეწოდება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად მიიჩნევა. გასულ წლიდან კი ეპარქია ქართველი პატრიარქის ილია II-ის უშუალო მმართველობაში გადავიდა. მართალია სინამდვილეში არავითარ რეალურ სამწყსოზე საუბარი არ მიდის. ქართველ ღვითისმსახურებს აფხაზეთში არ უშვებენ, ტაძრებში კი ღვთისმსახურება რუსულ და აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეპიკოპოსი არ არის", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ეკლესია, რომ ეპისკოპოსის გარეშე არ არსებობს ეს - მართლმადიდებლური აქსიომაა.
"აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა უკიდურესად ორაზროვანია. აქ არის რამდენიმე ღვთისმსახური, რომელიც ქართული ეკლესიის მიერ არიან ხელდასხმულნი, რომლებსაც თითქოს მსახურება აკრძალული არ აქვთ, კერძოდ. ეს აფხაზეთის არაკანონიკური ეკლესიის მეთაური ბესარიონ აპლიაა. არიან ასევე მღვდლები, რომლებიც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ არიან ხელდასხმულნი, მაგრამ მათ ყოფნას აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიერს ვერ უწოდებ, ვინაიდან ღვთისმსახურების ჩატარებისთვის უფლება, საქართველოს ეკლესიისგან არ აუღიათ. მაგრამ, ვიდრე ქართული ეკლესია დუმს, რუსი ღვთისმსახურები აგრძელებენ ადგილობრივი სამწყსოს დაპურებას", _ ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორის განმარტებით, საქართველოს ეკლესიის მდუმარება სასულიერო და პოლირიკური თვალსაზრისით აღიქმება. მათ რომ დღეს რუსი და აფხაზი ღვთისმსახურებისთვის ღვთისმსახურების ჩატარება აეკრძალათ, ფაქტობრივად, ამით აფხაზეთში სასულიერო ცხოვრება ჩაკვდებოდა. ამ შემთხვევაში აფხაზი მართლმადიდებლები განხეთქილების გზით წავიდოდნენ, ისე როგორც ეს სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლებმა გააკეთეს, ან აიჩევდნენ იმ გზას, რომელზედაც დგანან ახლა და რომელ გზასაც ირჩევენ დღეს მამა დოროფეი დბარი და მისი მომხრეები - ისინი აპირებენ მიმართონ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას და მსოფლიო მართლმადიდებლურ შეკრებაზე აფხაზეთის ეკლესიის ბედი გადაწყვიტონ.
"არც ისე მარტივია საქართველოს ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში როგორც ამას ეკლესიისგან საქართველოში ძალიან შორს მდგარი ადამიანები მიიჩნევენ - "ეს ჩვენი კანონიკური ტერიტორიაა და წერტილი" - ფაქტობრივად, შენი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი მრევლის სულიერ გამოკვებას რომ ვერ აწარმოებ, რაც შეიძლება მისი სქიზმაში გადასვლის საფუძველი გახდეს - ეს უბრალო ამბავი ნამდვილად არ არის. ამ სიტუაციაში მართლმადიდებელი იერარქების გადაწყვეტილება შესაძლოა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასარგებლო ნამდვილად არ იყოს. აფხაზურ ეკლესიაში არსებული სულიერი დაპირიპირებაც კი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმგედ მუშაობს - ვინაიდან მაჩვენებელია ავადმყოფობისა, რომელიც სულიერ ექიმობას მოითხოვს. სწორედ ამით აიხსნება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკმაოდ თავშეკავებული რეაქცია, რომელიც იმაში გამოიხატა, რომ მან სინანული გამოთქვა "მართლმადიდებელ აფხაზთა შორის არსებული განხეთქილების გამო", _ წერს სტატიის ავტორი.