საერთაშორისო აზრის ევროპის ბარომეტრმა მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ტურისტულ მგზავრობასთან დაკავშირებით ევროპელ მოქალაქეთა დამოკიდებულებას ასახავს.
გამოკვლევის მიხედვით, რუმინელთა 46 % აცხადებს, რომ შვებულება შინ გაატარეს. ეს მონაცემები სლოვაკეთის შედეგებს ემთხვევა. შვებულების შინ გატარება სლოვაკების 40%-ს, ესტონელების 41%-სა და პორტუგალიელების 43%-ს მოუხდა.
საინტერესოა, რომ 2010 წელს ყველაზე ნაკლებად თურქეთისა და უნგრეთის მოქალაქეები მოგზაურობდნენ. თურქი მოქალაქეების 68%-მა,ხოლო უნგრელთა 60%-მა სამშობლოში გაატარა შვებულება.
რუმინელების 62% "საშინაო პირობებში" შვებულების გატარებას ფინანსურ უკმარისობას უკავშირებს.