ხვალ, 17 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება "საქართველოს ბანკის" პრესკონფერენცია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური ახალ American Express Rewards-ბარათს წარადგენს.