საპარლამენტო უმრავლესობა ნათელაშვილი-ივანიშვილის დავაში ჩარევას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილებს "ქართუ ჯგუფის" მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"ხელისუფლება და უმრავლესობა ბატონ ნათელაშვილის და ივანიშვილის დავაში ჩარევას არ აპირებს", - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა "ლეიბორისტულ პარტიის" საპასუხოდ, რომლებიც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტ სააკაშვილის ფინასურ დახმარებაში სდებს ბრალს, განცხადება გაავრცელა.
"სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს იგი. სწორედ ამიტომაც, თუკი ნათელაშვილის ადრინდელ განცხადებებს ბეჭდური მედია და მეორე ხარისხოვანის ტელეარხები აშუქებდნენ ხოლმე; ამჯერად მისი ბრიფინგის შესახებ სიუჟეტი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ყველა არხმა _ რუსთავი2-მა, იმედმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადასცა. სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს", - ნათქვამია განცხადებაში.