საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებს "ჩვენ თვითონის" ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ აშშ-ს საელჩოსთან "ქართული პარტიის" აქციის შეფასებისას განუცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას აქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და აქცია სადაც უნდა იქ ჩაატაროს", - აღნიშნა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს საელჩოსთან "ქართული პარტიის" აქცია მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები შეერთებულ შტატებს სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერაში და ქართველი ხალხის "თავისუფლების შეზღუდვაში" ადანაშაულებენ.