ინგლისურ როკ-ჯგუფ Led Zeppelin -ის სიმღერა Stairway to Heaven ჟურნალ Rolling Stone - ის მკითხველებმა საუკეთესო ბალადად აირჩიეს. რვა წუთიანი კომპოზიცია Stairway to Heaven ჯგუფის მეოთხე სტუდიურ ალბომში შედიოდა. ეს ფირფიტა სახელწოდების გარეშე გაყიდვაში 1971 წელს გამოვიდა.
მეორე ადგილზე ჯორჯ ჰარისონის სიმღერა Something გავიდა, მესამეზე კი Guns N'Roses სიმღერით Novembr Rain. რეიტინგში The Beatles ორი სიმღერით მოხვდა.
გამომცემლობა ერთი კვირის განმავლობაში ატარებდა გამოკითხვას, რის შედეგადაც იმ რაოდენობის ვარიანტები დაგროვდა, რომ გამოკითხვის ავტორებმა გადაწყვიტეს შეედგინათ 12 ადგილიანი რეიტინგი.
Stairway to Heaven ხშირადაა სხვადასხვა საუკეთესო კომპოზიციათა ჩამონათვალში. კერძოდ, იმავე Rolling Stone-ის 2004 წლის გამოკითხვაში იგი "ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის" რეიტინგში 31-ე ადგილზე მოხვდა.
საუკეთესო ბალადების სრული სია ასე გამოიყურება: Led Zeppelin - Stairway to Heaven ; ჯორჯ ჰარისონი - Something; The Rolling Stones - Wild Horses; Guns N'Roses - Novembr Rain; The Beatles - Let It Be; პრინცი - Purple Rain; Pink Floyd - Wish You Were Here; მარვინ გეი - Let's Get It On; Pearl Jam - Black; Lynyrd Skynyrd- Freebird; The Beatles - Hey Jude ; U2 - With Or Without You.