ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს კახა მიქაიას განცხადებით, ქართველ ხალხს არ სჭირდბა აშშ-ის პატრონობა.
მისი თქმით ქართველ ხალხს სჭირდება მხადაჭერა ქვეყანას კი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობა.
"ამერიკის მხარდაჭერა მხოლოდ უპატრონო საკაშვილის სჭირდება. ჩვენ ხალხს კი მათი გვერდში დგომა და დემოკრატიის განვითარება სჭირდება მათი დახმარებით. მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში ჯონ ბასს, რადგან ის ძალიან ადეკვატური იყო როდესაც გამოეხმაურა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციას და ჩვენს განცხადებებს. ჩვენ გვინდა რომ ამერიკამ მხარი დაუჭიროს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში და ჩვენ არ გვინდა მათი პატრონობა", - განაცხადა კახა მიქაიამ.