ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობას დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი უსამა ბინ ლადენი. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო "ISNA" ავრცელებს.
"ბინ ლადენი დიდი ხნის წინ არ მოუკლავთ. მე მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბენ ლადენი დიდი ხნის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებს დატყვევებილი ჰყავდათ. მათ იგი ავადმყოფობამდე მიიყვანეს და იგი ავად იყი იმ დღეს, როდესაც იგი ამერიკელებმა მოკლეს", _ განაცხადა აჰმადინეჯადმა ირანის ტელევიით სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, აშშ-ს ადმინისტრაციამ "ნომერ პირველი ტერორისტის" ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება შიდაპოლიტიკური ინტერესების გამო მიიღო.
"ის რაც აშშ-ს პრეზიდენტმა გააკეთა, მიმართული იყო შიდაპოლიტიკაში სარგებლის მიღებისკენ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მათ ბინ ლადენი იმისათვის მოკლეს, რომ ობამა მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი. ახლა კი ისინი ბინ ლადენის ცანაცვლებას კიდევ ვიღაცით ცდილობენ. ამით, კი ამერიკელები ბინ ლადენის მემკვიდრის ძებნის საკითხის გააქტიურებას ახდენენ", _ განაცხადა აჰმადინეჯადმა.
აღსანიშნავია, რომ ირანის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ინფორმაციის მინისტრის ჰეიდარ მოსხელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მან ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას ერთი კვირის შემდეგ გააკეთა. მინისტრმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფომრაციით და დოკუმენტურად დადასტურებული მასალით, ბინ ლადენი ამერიკელი სპეცსამსახურების მიერ მისი ლიკვიდაციისათვის ჩატარებულ სპეცოპერაციამდე დიდი ხნით ადრე იყო გარდაცვლილი. მისივე თქმით, "თეირანს აქვს დოკუმენტები, რომლებიც ამ ფაქვს ადასტურებენ".
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდას" ლიდერი აშშ-ს სპეცსამსახურებმა მიმდინარე წლის 1 მაისს გაანადგურეს. აღსანიშნავია ასევე, რომ 2007 წელს თავის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე პაკიტანის პრემიერ-მინისტრმა ბენაზირ ბხუტომ განაცხადა, რომ ბინ ლადენი მოკლულია.